პოლიტიკა
დიდი შვიდეული“ – პრეზიდენტ პუტინს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პასუხს ვაგებინებთ
FaceBook
ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიული ომის ფონზე და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების მიერ 12 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„დიდი შვიდეული“ გამოხატავს მზადყოფნას, უკრაინას რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს.

„ვგმობთ რუსეთის მუდმივ არაჰუმანურ და სასტიკ თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებზე, ასევე უკრაინის ქალაქებზე და ვაცხადებთ, რომ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე, წარმოადგენს ომის დანაშაულს.

ჩვენ ასევე ვგმობთ მათ, ვინც ხელს უწყობს პუტინის უკანონო ომს. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას მისი კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთებაში, აღდგენასა და დაცვაში.

რუსეთმა უნდა გადაიხადოს მისი სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ის არ შეიძლება იყოს დაუსჯელი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკისთვის. პრეზიდენტ პუტინს და სხვა პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პასუხს ვაგებინებთ. ვიმეორებთ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებაs მძიმე შედეგები მოჰყვება.

რუსეთის აგრესიული ომი უნდა დასრულდეს. დღემდე, ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მდგრადი სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია. რუსეთს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტით და უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ძალების სრულად და უპირობოდ გაყვანით. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას სამართლიანი მშვიდობისთვის”, - აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეული“ პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს და გააძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე.

„ვრჩებით უპრეცედენტოდ კოორდინირებული სანქციების ერთგული. შევინარჩუნებთ და გავაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე და მათზე, ვინც თავს არიდებს და ძირს უთხრის ჩვენს შემზღუდველ ზომებს. გავაგრძელებთ დაუცველი ქვეყნების დაცვას, რომლებზეც მძიმე გავლენას ახდენს რუსეთის აგრესიული ომის შედეგები და მის მიერ ენერგორესურსებისა და საკვების ომის იარაღად გამოყენება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.