პოლიტიკა
„როგორც სანდო წყაროს - ასე გიცნობთ მოსახლეობა" - აშშ-ს ელჩი "ქუთაისიპოსტსა“ და სხვა რეგიონულ მედიებზე
FaceBook
იმერეთში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მედიაორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობას მკაფიოდ გაუსვა ხაზი.
„როგორც, ძალიან სანდო წყაროს - ასე გიცნობთ თქვენ მოსახლეობა და გაქვთ შესაძლებლობა, მათ ჭეშმარიტი ინფორმაცია მიაწოდოთ. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ“- ასე უპასუხა კელი დეგნანმა „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტის კითხვას, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მედიის როლზე, „ქუთაისიპოსტის“ სტუდიაში სტუმრობისას.

საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილზე რუსული გავლენისგან თავის დაღწევის მთავარ იარაღად აშშ-ის ელჩს „სიმართლის თქმა“ მიაჩნია.

დეგნანი ყურადღებას აშშ-ის იმ პროგრამებზე ამახვილებს, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგაა მიმართული.

„დიახ, ეს სერიოზული პრობლემაა. რუსეთი ძალიან დიდ ენერგიას და აგრესიას დებს დეზინფორმაციულ კამპანიაში და ეს ახალი არ არის. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში კარგად იციან ამის შესახებ. ზუსტად ამის გაგრძელებაა, რომ უნდა, მეტი დაბნეულობა შეიტანოს მოსახლეობაში, მოქალაქეებისგან მეტი კითხვა წამოიჭრას.

ჩვენი საელჩო მხარს უჭერს გარკვეულ პროგრამებს, რომელიც მიმართულია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, რომ ადამიანებმა შეძლონ სიმართლის დადგენა და გადაამოწმონ ფაქტები, რადგან საუკუნეების მანძილზე ბევრი იყო პირობის დარღვევა და კონსპირაციის თეორიები. თუმცა, ხალხი მაინც ხვდება რა არის სიმართლე და რა - ტყუილი.

მინდა ერთი რამ, ძალიან მკაფიოდ აღვნიშნო: ყველას სურს მშვიდობა და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს არ სურს, ვლადიმერ პუტინია. რუსეთის გარდა, ყველა ქვეყანა მუშაობს, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან მხოლოდ სტაბილურობას შეუძლია მოგვიტანოს წარმატება და განვითარება. თუმცა ასეთი ტიპის დეზინფორმაციული კამპანიები ასუსტებს მოსახლეობის რწმენას, მხარდაჭერას დასავლეთთან ინტეგრაციისკენ. ამიტომ, ჩვენი მოვალეობაა, ამ ყველაფერს დავუპირისპირდეთ. მთავარი იარაღი დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიმართლის თქმაა. სწორედ აქ ვლინდება რეგიონალური მედიაორგანიზაციების დიდი როლი.  „ქუთაისიპოსტსა“ და სხვა რეგიონულ მედიებს, როგორც ძალიან სანდო წყაროს, ასე გიცნობთ თქვენ მოსახლეობა და გაქვთ შესაძლებლობა, მათ ჭეშმარიტი ინფორმაცია მიაწოდოთ. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. საქართველოს არჩევანი ევროპული მომავლისკენ არის ძალიან მკაფიო. ეს ასე იყო 100 წლის წინაც, როდესაც საქართველოში იყო ძლიერი დემოკრატია, მრავალპარტიული პარლამენტი და პროგრესული კონსტიტუცია. დემოკრატია - ქართველების სისხლსა და დნმ-შია“,- აღნიშნა კელი დეგნანმა „ქუთაისიპოსტის“ ოფისში სტუმრობისას.

ელჩი იმერეთში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში იმყოფებოდა. ამავე ვიზიტის პერიოდში, დეგნანი „ქუთაისიპოსტსაც“ ეწვია. ის მედიაორგანიზაციის ოფისში "ქუთაისიპოსტის" საქმიანობას გაეცნო. ასევე, ჩვენი სააგენტოს სტუდიაში ჩაწერილ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. გადაცემის ჩანაწერი "ქუთაისიპოსტის" ვებ-გვერდზე (www. Kutaisipost.ge) უახლოეს პერიოდში განთავსდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით,
ხელისუფლება გამჭვირვალობას ითხოვს მაშინ, როცა თავად გაუმჭვირვალეა.
13:52 / 13.04.2024
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ხელისუფლება გამჭვირვალობას ითხოვს მაშინ, როცა თავად გაუმჭვირვალეა.
''ჩვენი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე, ლეგიტიმური და
დეკლარირებული იყო'',
18:51 / 08.04.2024
''ჩვენი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე, ლეგიტიმური და დეკლარირებული იყო'',

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.