პოლიტიკა
შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს
FaceBook
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება, ჩემი აზრით, ავტომატური უნდა იყოს”, - განაცხადა მიშელმა.

მან ასევე განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებაზე რეფორმის საჭიროებაზე.

„ვეტოს უფლების გამოყენება გამონაკლისი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს წესი გახდა. რეფორმა საჭირო და გადაუდებელია”, - აღნიშნა მიშელმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ  ქალაქის  ცენტრალურ ბულვარში
მდებარე  სანაყინე 
14:06 / 30.09.2023
ქუთაისის მერიამ  ქალაქის  ცენტრალურ ბულვარში მდებარე  სანაყინე  "სავანე’’,  შესაძლოა, დაანგრიოს. 
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოსწავლის  მიმართ
განხორციელებულ  ბულინგის ფაქტზე,  შინაგან საქმეთა
სამინისტროს შემდეგ, საქმის შესწავლა საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინიტრომაც დაიწყო.
14:01 / 30.09.2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოსწავლის  მიმართ განხორციელებულ  ბულინგის ფაქტზე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ, საქმის შესწავლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომაც დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.