პოლიტიკა
ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში - ევროპარლამენტარები აგვისტოს ომზე
FaceBook

14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო.


ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში - ამის შესახებ ევროპარლამენტის „საქართველოს საკონტაქტო ჯგუფის“ წევრების: პეტრას აუსტრევიჩუსის, მაიკლ გალერის, მარინა კალიურანდის, ანდრიუს კუბილიუსის, სვენ მიქსერისა და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთის აგრესიამ, რომელიც დიდწილად დაუსჯელი დარჩა, გამოიწვია ყირიმის ანექსია 2014 წელს და 2022 წელს სრულმასშტაბიანი უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადეს ევროდეპუტატებმა.

ევროპარლამენტარების თქმით, ისინი ამ დღეს ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროდეპუტატები გმობენ რუსეთის მიერ განგრძობად უკანონო ოკუპაციას, ე.წ ბორდერიზაციას, ე.წ. პასპორტიზაცია, ისევე როგორც სხვა ნაბიჯებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენაა მიმართული.

ევროდეპუტატები მიესალმებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც დაადგინა რუსეთის ბრალეულობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში.

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.