პოლიტიკა
კელი დეგნანისგან განაწყენებულმა "მეოცნებეებმა" იმერეთის საკრებულოებში პოსტები დატოვეს
FaceBook
ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოში, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაკავებული პოსტები და პარტია დატოვეს.

პარტიას გამიჯნულებისთვის, გადაწყვეტილების მიზეზი, აშშ-ს ელჩის მიერ მიხეილ ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის მიუღებლობა აღმოჩნდა.

ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა სამხარაძემ თქვა, რომ ახლა მხარდაჭერა ყველაზე მეტად "ქართულ ოცნებას" ცოტა ხნის წინ გამიჯნულ სამ პარლამენტარს: დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და სოზარ სუბარს სჭირდება, რის გამოც, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.

"ზუსტად ვხვდები, რომ "ქართული ოცნებიდან" გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ, მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი", - წერს ნიკა სამხარაძე.

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ომარ ჯიხვაშვილმა კელი დეგნანს მიხეილ ყაველაშვილის წერილის მიმართ დამოკიდებულება დაუწუნა და თქვა, რომ ის ერთ-ერთი იქნება სიმართლის მთქმელია რიგებში.

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ, ვტოვებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას", - წერს ომარ ჯიხვაშვილი.

იმერეთის მუნიციპალიტეტის გარდა, საკრებულოებში თანამდებობები დატოვეს ახალციხესა და ლაგოდეხშიც.

მათი განცხადებითაც, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილის წერილი ბოლომდე არ წაუკითხავს.

მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძესთან და სოზარ საუბართან ერთად, ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნება" დატოვა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მობილიზაციის გამო, რუსეთმა როსტოვის ოლქი როგორც შემსვლელთათვის, ისე
გამომსვლელთათვის ჩაკეტა,
10:14 / 26.09.2022
მობილიზაციის გამო, რუსეთმა როსტოვის ოლქი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის ჩაკეტა,
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაერო-ს
უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს.
12:05 / 24.09.2022
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.