პოლიტიკა
აშშ-ის დაზვერვა - ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება
FaceBook
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ევრილ ჰეინესმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი მალე მიაღწევს ამ მიზანს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

„ჩვენ აღვიქვამთ შეუთანხმებლობას პუტინის უახლოეს სამხედრო მიზნებსა და სამხედრო შესაძლებლობებს შორის, ერთგვარ შეუსაბამობას მის ამბიციებსა და იმას შორის, რისი მიღწევის შესაძლებლობაც სამხედროებს აქვთ“, - აღნიშნა ევრილ ჰეინესმა.

შეგახსენებთ, მარტიდან მოსკოვმა, მას შემდეგ რაც კიევი და სხვა ქალაქები ვერ აიღო, ძალისხმევა უკრაინის დონბასის ტერიტორიის ხელში ჩაგდებისკენ მიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მართვის
მოწმობის გამოცდებში ცვლილებები შეიტანა, რომლებიც 15 ივნისიდან
ამოქმედდება.
10:19 / 22.05.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის გამოცდებში ცვლილებები შეიტანა, რომლებიც 15 ივნისიდან ამოქმედდება.

ქუთაისში, ერთ-ერთი ისტორიული უბნის — გაპონოვისა და ნიუპორტის
ქუჩების რეაბილიტაცია მერიის იმ პროექტებს შორისაა, რომლის
განხორციელებაც დაპირებად დარჩა.
13:08 / 21.05.2026

ქუთაისში, ერთ-ერთი ისტორიული უბნის — გაპონოვისა და ნიუპორტის ქუჩების რეაბილიტაცია მერიის იმ პროექტებს შორისაა, რომლის განხორციელებაც დაპირებად დარჩა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.