პოლიტიკა
ბაიდენი - პუტინმა სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ  ომის დანაშულებებისთვის,  რომელიც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ჩაიდინა, საჭიროა მის წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდეს.
ბაიდენმა, ასევე ამერიკის მხრიდან დამატებითი სანქციებიც დაანონსა.

"თქვენ ნახეთ რაც მოხდა ბუჩაში... ის [პუტინი] ომის დამნაშავეა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და მათ უნდა განაგრძონ ბრძოლა. ასევე, ერთად უნდა შევაგროვოთ დეტალები, რათა შევძლოთ ნამდვილი ომის დანაშაულებების შესახებ სასამართლოს მოწყობა"
, - თქვა ბაიდენმა.

"თუმცა, ამერიკის პრეზიდენტმა მომხდარისთვის გენოციდის წოდებისგან თავი შეიკავა", - წერს  "ამერიკის ხმა". 

კიევთან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან, ჯარისკაცებმა 410 სამოქალაქო პირის  ცხედარი გაიტანეს. ვრცელდება ნაწამები, გაუპატიურებული, გაკოჭილი და შემდეგ მოკლული კაცების, ქალებისა და ბავშვების ფოტო-ვიდეო მასალაც.

უკრაინაში 41-ე დღეა ომია. 24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2 აპრილს განაცხადა რუსეთის არმიისგან კიევის ოლქის სრული გათავისუფლების შესახებ. მომდევნო დღეს მსოფლიოს მასმედია მოიარა კადრებმა, რომლებიც საერთაშორისო სააგენტოების ჟურნალისტებმა გადაიღეს კიევის შემოგარენში, იმ რაიონებში, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული.

ამ პატარა ქალაქებში იპოვეს მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის გვამი, ბევრ მათგანს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. ისინი თავში გასროლით არიან მოკლული. როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, წასვლამდე რუსეთის ჯარები შეეცადნენ ზოგიერთი გვამის დაწვას. აღმოჩენილია ძმათა სასაფლაოები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.