პოლიტიკა
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დღეს განახლდება
FaceBook
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ონლაინ ფორმატში დღეს განახლდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, შეხვედრაზე გარკვეული დეტალები დასაზუსტებელი იყო, ამიტომ მეორედ გამოცხადდა ტექნიკური პაუზა.

უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე ეტაპი ზედიზედ მესამე დღეა მიმდინარეობს თუმცა, უშედეგოდ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი შედგა, თუმცა, ორივე შეხვედრა, სადაც უკრაინის დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას აყენებდა, უშედეგოდ დასრულდა. შეთანხმება არ შედგა არც უკრაინა-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 10 მარტს თურქეთის ქალაქ ანტალიაში, თურქული მხარის შუამავლობით გაიმართა. მხარეები გარკვეულ შეთანხმებებს მხოლოდ ჰუმანიტარულ დერეფნებზე აღწევდნენ, თუმცა, რუსეთის ჯარმა არაერთხელ გაუხსნა ცეცხლი ევაკუაციის მიზნით შეკრებილ მოქალაქეებს. ჰუმანიტარული დერეფნების დროს ათობით უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

უკრაინაში 21 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.