პოლიტიკა
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა
FaceBook
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა.
ამ ეტაპზე, მხარეები მსჯელობენ მეორე რაუნდის შესაძლებლობასაც.

როგორც ჟურნალისტებთან ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ შეხვედრისას განიხილებოდა ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტა.

„მხარეებმა განსაზღვრეს პრიორიტეტული თემები, გამოიკვეთა გარკვეული გადაწყვეტილებები. იმისთვის, რომ მოხდეს მათი იმპლემენტაცია, მხარეები კონსულტაციისთვის დაბრუნდნენ თავიანთ დედაქალაქებში“, – ამბობს პოდოლიაკი.

დღეს, 28 თებერვალს, დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის. შეხვედრა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან, მდინარე პრიპიატის ნაპირზე გაიმართა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ აქტიურად უტევს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის, კიევს. უკრაინის შსს-ს ცნობით, რუსეთის დაწყებულ ომს უკვე ემსხვერპლა 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 14 ბავშვი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.