პოლიტიკა
"ომი, რომ მორჩება შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე'' - რადას დეპუტატი ღარიბაშვილს პასუხობს
FaceBook
რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო, საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
რადას დეპუტატმა ირაკლი ღარიბაშვილს შეახსენა, აგვისტოს ომის დროს უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოფრინდა.

"არა უშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე, სამხედროს მაგივრად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე ქართველებო, ძმებო, ეს როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს რა უნდა გააკეთოს?"
,- წერს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ის უკრაინაში წასვლას არ აპირებს, ხოლო საქართველო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა საქნციები დაუწესა.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთი კიევის გარეუბნებში შეჭრას ცდილობს. თუმცა, ამის მიუხედავად უკრაინის ჯარი დანებებას არ აპირებს და აცხადებენ, რომ უკრაინა ამ შემოტევასაც გაუძლებს.

პრეზიდენტის ინფორმაციით, დაჭრილია 316 ადამიანი. ყველა მათგანმა დაზიანება შეტაკებების დროს მიიღო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.




Print