პოლიტიკა
ქუთაისის მერი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება
FaceBook
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, ქუთაისი თვითმმართველ ქალაქებს შორის პირველია, რომელიც ბიუჯეტის გეგმის მიხედვით ასრულებს.
მურღულიას თქმით, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ნულოვანი კორუპცია არის დაფიქსირებული.
"ქუთაისში საკმაოდ კარგად ტარდება ტენდერები, რაზეცად რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი მქონდა", - ასე გამოეხმაურა მურღულია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში, პრემიერ-მინისტრის განცხდებას, თუ რატომ აქვს რიგ სამინისტროებს ბიუჯეტის შესრულების კუთხით ჩამორჩენა.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, რომ წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია იმ რაიონების შესახებ, რომლებიც ვერ ხარჯავენ თანხებს.
"მე მინდა საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ მათი პასუხისმგებლობის საკითხს - იმ გამგებლების, რომლებიც ხელს უშლიან, ან საკრებულოს თავმჯდომარეების, რომლებიც აფერხებენ ამ პროცესს ამა თუ იმ ბიუროკრატიული ბარიერების გამო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.