პოლიტიკა
დავით დვალი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ აღადგინეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტს დაუბრუნდა. დვალმა, ორთვიანი პაუზის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავი მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, გამოძიების დასრულებამდე აღიდგინა. მისი განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოპოვება დასრულებულია.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე აღდგენას კი დავით დვალი  მომავლი წლის ქალაქის ბიუჯეტის პროექტს უკავშირებს.

პოსტი დვალმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს დატოვა. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელთან, სულხან ქობულეძესთან მომხდარ ინცინდენტს უკავშირდება.

"გამოძიების ინტერესებიდან და ჩემი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, რომ არ დარჩეს ვინმეს განცადა იმისა, რომ ჩემი სტატუსი ბოროტად გამოვიყენო და ვცადო გამოძიების ინტერესებში ჩარევა, მივიღე გადაწყვეტილება და დროებით ვიჩერებ უფლებამოსილებას, სანამ გამოძიება არ დასრულდება," – განაცხადა დავით დვალმა. 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ სამსახურეობრივი ურთიერთობა პირველად მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ერთი თვით შეიჩერა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თვითმმართველ ქალაქებში, ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ
ერთი მოადგილე დაემატება და სამი მოადგილის ნაცვლად, ოთხი ეყოლება.
13:14 / 21.10.2025
თვითმმართველ ქალაქებში, ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე დაემატება და სამი მოადგილის ნაცვლად, ოთხი ეყოლება.
პარტია “ლელო ძლიერი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის
თავმჯდომარემ, ალექსანდრე მიქაუტაძემ პარტია დატოვა.
13:59 / 20.10.2025

პარტია “ლელო ძლიერი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მიქაუტაძემ პარტია დატოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.