პოლიტიკა
2022 წელს აბაშიძე-კარასინის შეხვედრა იგეგმება
FaceBook
ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 2022 წლის გაზაფხულზე კარასინი - აბაშიძე ერთმანეთს შეხვდებიან. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


ხელისუფლების ოპონენტები ფორმატს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ეს რუსეთის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა. მეორეს მხრივ კი, მათი თქმით, რუსეთი ცდილობს საქართველო, ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმის (3+3) ფორმატში "ჩაითრიოს", რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

24 ნოემბერს, ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა ონლაინ ფორმატში ისაუბრეს.

"რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს", — ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ინფორმაციით, აბაშიძე-კარასინმა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები განიხილეს. აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის, უკანონო დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.