პოლიტიკა
აქცია პარლამენტთან - ქუთაისში ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოდიან
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოდიან. შოთაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღეს პარალმენტის წინ "ნაციონალებმა" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა  გამართეს.

"პროკურატურა რაფალიანცის მკვლელების მფარველები", "ეროსი კინწმარიშვილმა თავი "მოიკლა", "ბიძინას ტაკიმასხარა" - ამ სლოგანებით აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორის პოსტზე შოთაძის წარგენის გაპროტესტებასთან ერთად, გახმაურებული საქმეების გამოძიებასა და "თავისუფალი ზონის" წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

"ჩვენ ვაპროტესტებთ შოთაძის კანდიდატურას, რომლებსაც უკავშირდება ძალიან ბევრი გახმაურებული საქმეები. ასევე, ქვეყანაში გაჩნდნენ სინდიდის პატიმრები", - განაცხადა აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, კოტე რატიანმა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა.

დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც პარლამენტი მთავარ პროკურორს დაამტკიცებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.