პოლიტიკა
ქუთაისის მერიაში 2015 წელს დისციპლინური პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ საჯარო მოხელეს დაეკისრა
FaceBook
2015 წლის იანვრიდან ამ დრომდე ქუთაისის მერიაში დისციპლინური პასიხისმგებლობის საკითხი მხოლოდ ერთი თანამშრომლის მიმართ იქნა გამოყენებული. მერიაში არ აკონკრეტებენ თანამშრომლის ვინაობას და არც კონკრეტულ გადაცდომას თუ რისთვის მიიღო მან გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით. თუმცა, განმარტავენ, რომ დისციპლინური პასიხისმგებლობის ზომად გამოყენებული იქნა გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით.

რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის წლის იანვრიდან ამ დრომდე საკრებულოში დისციპლინარული გადაცდომის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოხელეთა დისციპლინარულ გადაცდომას კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" არეგულირებს. (მუხლი 78)

კანონის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა და ასევე, ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომებს ასევე, კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" განმარტავს. (მუხლი 79)

კანონის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების უფლება საჯარო დაწესებულების თანამდებობის პირს აქვს.
ეს ზომები შეიძლება იყოს შენიშვნა, გაფრთხილება, ხელფასის დაკავება ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა და ასევე, უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა არაუმეტეს ერთი წლისა. თანამდებობის პირს უფლება ენიჭება დამრღვევი პირის სამსახურიდან გათავისუფლებაც.

აღსანიშნავია, რომ კანონით, ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა გამოიყენება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.