პოლიტიკა
ქალი დეპუტატების ინიცირებული პროექტები ქუთაისის საკრებულოში
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ 2014-2015 წლებში ქალი დეპუტატების მიერ ინიცირებული სამი საკითხიდან ორი დააკმაყოფილა.
საკრებულომ საფინანსო-საბიუჯეტო, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ პროექტებს დაუჭირა მხარი. სამაგიეროდ, არ დაამტკიცა მაჟორიტარი დეპუტატებისთვის ბიუროების შექმნის ინიციატივა.

ირმა პეტრიაშვილი, ლელა ქელბაქიანი და ნატო ქათამაძე ქუთაისის საკრებულოს მეხუთე მოწვევის ქალი დეპუტატები არიან.

საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ორმა დეპუტატმა ქალმა ინიცირების წესით ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს 2014 წელს მიმართა, ხოლო ერთმა - მიმდინარე წელს.

რიგით მეორე სხდომაზე, 2014 წლის 30 ივნისს ირმა პეტრიშვილის ინიცირებით წარდგენილი იქნა განკარგულების პროექტი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. თავად ირმა პეტრიაშვილი ამ კომისიის თავმჯდომარე გახლავთ. მის მიერ ინიცირებულმა საკითხმა უმრავლესობის 22 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.

ამავე სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ლელა ქელბაქიანის ინიციატივას, რომელიც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებას შეეხებოდა. ლელა ქელბაქიანი აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე გახლავთ.

წინა ორისგან განსხვავებით, საკრებულოში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა ნატო ქათამაძის ინიციატივამ, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების შექმნას შეეხებოდა. ამ ინიციატივით ნატო ქატამაძემ საკრებულოს 2015 წლის 25 მარტს მიმართა.

ქუთაისის საკრებულოს მიერ მოწოდებული დოკუმენტით ირკვევა, რომ საკითხი საკრებულოს მიერ მოწონებული იქნა, თუმცა სხდომის დღის წესრიგში არ გაითვალისწინეს.

"არ იქნა გათვალიწინებული იმის გამო, რომ ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნის მიხედვით, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი სამართლებრივი პროექტი," - აღნიშნულია დოკუმენტში.

ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისს დამტკიცებული რეგლამენტის მიხედვით (მუხლი 82), ინიცირებულ საკითხს თან უნდა ერთვოდეს განმარტება ამ ნორმატიული აქტის საჭიროების დასაბუთების შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობით საკრებულოების წევრების მიერ ინიცირების შეტანის წესს ორი სამართლებრივი დოკუმენტი განმარტავს - ადგილობრივი თვიმმართველობის შესახებ კოდექსი და საკრებულოს რეგლამენტი.

არც ერთი მათგანი დეპუტატებისთვის ინიცირების შეტანის თაობაზე შეზღუდვას არ აწესებს. დეპუტატს შეუძლია ინიცირების წესით საკანონმდებლო ორგანოს რამდენჯერმე მიმართოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.