პოლიტიკა
გოგი წულაიამ "თავისუფალი საქართველო" დატოვა
FaceBook
გოგი წულაიამ ხელისუფლების წინააღმდეგ დამოუკიდებელ ბრძოლას იწყებს.
მან პარტია "თავისუფალი საქართველო" დატოვა და დღეს პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე პარტიის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. მისი განაცხადებით, მას ბრძოლისთვის მეტი თავისუფლება სჭირდება. წულაია აცხადებს, რომ აქვს ამბიცია, ხელისუფლებასთან ბრძოლას დამოუკიდებლად უკეთ შეძლებს და , შესაძლოა, შემდგომ რომელიმე პარტიაში გაერთიანდეს, ან საკუთარი პარტია ჩამოაყალიბოს.

"კახასთან ერთად ამ პარტიას წლები ვაკეთებდი, ვიყავით ოპოზიციაში, მრავალი წელია ერთად ვიბრძვით. დადგა, ის ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე, პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას. მირჩევნია, როგორც გოგი წულაიამ ისე ვიბრძოლო. პარტიაში თავისუფლება იყო, მაგრამ მაქვს ამბიცია, რომ ცალკე უფრო მოვახდენ თავის რეალიზებას.

შემდეგ შეიძლება ვიფიქრო, რამე პარტიის ჩამოყალიბებაზე, ან შესაძლოა, მიხილოთ, რომელიმე არსებულ პარტიაში"
, - განაცხადა გოგი წულაიამ.

იგი 1993-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან "მშვიდობა".

2004–2008 წლებში გახლდათ საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები". ამის შემდეგ ის შეუერთდა პარტიას "თავისუფალი საქართველო". ამავე პარტიიდან 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის კანდიდატი გახლდათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.