პოლიტიკა
ზესტაფონის სოფელ შორაპანში სტალინის ძეგლი დადგმიდან ერთ დღეში აიღეს
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანში სტალინის ძეგლი ჯერ დადგეს და ერთი დღის შემდ ხმაურის ფონზე აიღეს. "ქუთაიპოსტის" ინფორმაციით, სტალინის ძეგლი შორაპანში გუშინ განათავსეს. ძეგლის აღების პარალელურად კი, სამართალდამაცავებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, კობა გოჩალეიშვილი დააკავეს. სწორედ, გოჩალეიშვილის მიერ მოხდა სტალინის ძგელის დადგმა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილი განმარტებით, სოფელში სტალინის ძეგლის დადგმა უნებართვოდ მოხდა.

"ძეგლის დადგმას საკრებულოს და კულტურის სამინისტროს ნებართვა სჭირდება. ამ შემთხვევაში არ მომხდარა არანაირი შეთანხმება. ისედაც, 2013 წლის შემდეგ, კანონით არის აკრძალული ტოტალურ რეჟიმთან გაიგივებული ადამიანების ძეგლების დადგმა", - განმარტა "ქუთაისიპოტთან" საუბარში თუთარაშვილმა.
Print