პოლიტიკა
იმერეთის 21-ე სამაჟორიტარო ოლქში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
FaceBook
არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში.

საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების ინფორმაციით, უბნები დროულად გაიხსნა და ამ ეტაპზე არც საჩივრები დაწერილა. გაერთიანებული ოლქის მონაცემების შესახებ საერთო კომენტარი ზესტაფონში კეთდება.

,,10 საათის  მონაცემებით, გაერთიანებულ ოლქში, საარჩევნო ყუთთან 6210 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო მონაცემების 4,73 პროცენტია. დარღვევებს ამ დროისთვის ადგილი არ ჰქონია,"- განაცხადა ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კახნიაშვილმა.

ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველი ,,ქართული ოცნებიდან" კახა გეწაძე და ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ბეჯან წაქაძეა.

​ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა მათი კანდიდატების მონაცემები ბიულეტენებში მაინცაა შეტანილი.

პირველ ტურში ბეჟან წაქაძემ ხმების 49, 77 % მიიღო, ხოლო კახა გეწაძემ 26, 99 %.

გაერთიანებულ ოლქში მეორე ტურისთვის 131151 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 157 უბანი.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ხვალ ქვეყნის 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო
არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
10:40 / 20.11.2020
ხვალ ქვეყნის 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა 8
ნოემბერს ცესკოსთან გამართული აქციის წყლის ჭავლით დაშლა
გააპროტესტეს.
18:37 / 09.11.2020
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართული აქციის წყლის ჭავლით დაშლა გააპროტესტეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.