პოლიტიკა
ძალადობრივი საარჩევნო გარემო ქუთაისში
FaceBook
-size: medium;">2020 წლის  31 ოქტომბის საპარლამენტო არჩევნებმადე 5 დღე დარჩა. 

პარტიის დაზიანებული ოფისი, ერთმანეთზე გადაკრული საარჩევნო პლაკატები, აქტივისტების თვალთვალი და გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი
- ასეთია  არჩევნებამდე რამდენიმე  ადრე საარჩევნო გარემო ქუთაისში. ქალაქში არსებული არათანაბარი საარჩევნო გარემო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშშიც მოხვდა. ისინი პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიცვან საარჩვენო კოდექსი, დაიცვან თამაშის წესები, რომელსაც წინასაარჩვენო კამპანია და კოდექსი აწესებს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები თვლიან, რომ ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია,  სადაც არათანაბარი გარემოა შექმნილია, თუმცა აღნიშნავენ, რომ ყველა ქალაქსა  თუ ოლქში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატების უპირატესობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხარჯზე თვალშისაცემია. 

რამდენიმე კვირის წინ ,,ევროპული საქართველოს" ქუთაისის ოფისს აგურები დაუშინეს. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი  ოთარ კახიძე ,,ქართული ოცნების" აქტივისტების ხელს ხედავს და ამბობს. მისი შეფასებით, ქუთაისში საარჩევნო გარემო ცალსახად არათანაბარია. 



ანალოგიურად სახელისუფლებო პარტიის აქტივისტების პასუხისმგებლობაზე საუბრობს ,,ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი. მისი განცხადებით, მათი საარჩევნო პლაკატების ნაწილი ჩამოხეულია, ნაწილზე კი ,,ოცნების" კანდიდატების პლაკატებია გადაკრული.


"ლელოს" დაზიანებული და გადაკრული პლაკატი

ნაცვლიშვილის თქმით, ქალაქში ისედაც დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი მმართველი გუნდის მერობისა თუ მაჟორიტარობის კანდიდატების პალაკატები და წესით, მსგავსი ქმედებები მათ არ უნდა სჭირდებოდეთ. 




პლაკატებისთვის გამოყოფილი ადგილების სიმცირეზე საუბრობენ და არათანაბარ საარჩევნო გარემოზე მიუთითებენ ,,სტრატეგია აღმაშენებელში". პარტიის წარმომადგენელბი ამბობენ, რომ ქალაქში ცოტა ადგილია გამოყოფილი საარჩევნო ბანერებისთვის და ისიც ,,ქართული ოცნების" კანდიდატების აქვთ ათვისებული.

საარჩევნო კამპანიის დროს ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობენ ისეთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება ითქვას, საზოგადოებაში ნაკლები ცნობადობით სარგებლობენ. მაგალითად, ,,კონსერვატიული პარტიის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა ერგემლიძე ამბობს, რომ ამომრჩევლები დაშინებულები არიან.

,,უმრავლესობა ჩვენს ხედვებს ეთანხმება, თუმცა გვეუბნებიან, რომ ამის ღიად დაფიქსირება არ უნდათ. ხშირ შემთხვევაში ჩვენთან შეხვედრებზე არ მოდიან, მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაინახონ ჩვენს შეხვედრაზე. ეს არის ერთგვარი შიში და ზეწოლა ამომრჩევლებზე. ცხადია, ეს პოლიტიკურ პარტიას გვიქმნის  არათანაბარი საარჩევნო გარემოს განცდას",- ამბობს თეა ერგემლიძე.

სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს უცნობი პირები მანქანით დაჰყვებიამ უთვალთვალებენ და მათთან ერთად შორიახლოს გადაადგილდებიან. ასეთ შემთხვევებზე საუბრობს ,,საქართველოს განვითრების პარტიის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი პატარიძე.

,,რამდენიმე დღის წინ ჩვენს მხარდამჭერებსა და აქტივისტებს უცხო პიროვნებები გამოყვნენ. მათი ვიზუალი და მანქანა მიუითითებდა იმაზე, რომ ისინი იყვნენ, დიდი ალბათობით, სუს-ის წარმომადგენლები. ის, რაც ქუთაისში ხდება საარჩევნო გარემოს თვალსზრისით, თბილისში არ ხდება", - განმარტავს მაჟორიტარობის კანდიდატი.  

თუ რატომ უნდა ,,ეშინოდეთ" სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს საზოგადოებაში ნაკლებად პოპულარული ოპოზიციური პარტიების, ,,საქართველოს განვითარების პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატს ასეთი განმარტება აქვს:

,,ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, თუ რატომ უნდა გვითვალთვალებდნენ ჩვენ, ახლადშექმნილ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ახლა გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე? დიახ, გვითვალთვალებენ იმის გამო, რომ ამომრჩეველი, რომელესაც გადაწყვეტილი არ აქვს საერთოდ მივიდეს თუ არა არჩევნებზე ჩვენ არ დავარწმუნოთ ამაში ჩვენივე პარტიის სასარგებლოდ. მერწმუნეთ, ასეთი გადაუწყვეტელი თუ ნეიტრალური ამომრჩეველი ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრია."

სახელისუფლებო პარტიის  საარჩევნო შტაბი საარჩევნო გარემოს შეფასებაზე თავს არ იწუხებს. ,,ოცნების" ადგილობრივ შტაბში არც იმ ბრალდებებზე აკეთებენ განმარტებას, რომელზეც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიუთითებენ. სამაგიეროდ, თამამად იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს. 

"ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მესხიშვილის თეატრის გახსნაზე იმყოფებოდა და სიტყვითაც გამოვიდა.

"სახელმწიფო თეატრის სეზონის გახსნა ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისად, ასეთ ღონისძიებაზე აგიტაცია დაუშვებელია. ამასთან, ზაზა ლომინაძე არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, იგი კერძო კლინიკის დირექტორია. შესაბამისად, მასზე ვრცელდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის დებულებები აგიტაციის კონკრეტულ გარემოებებში აკრძალვასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საოლქო საარჩევნო კომისია სამართლიანად განიხილვს ამ საკითხს და დამრღვევის მიმართ შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს", - განმარტას საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო გარემოს აქტიურად აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც აცხადებენ, რომ ამ დრომდე მთავარ გამოწვევად რჩება პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა.

"მმართველმა პარტიამ არ გამოიყენოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები სააგიტაციო რესურსად და უარი თქვას მათი მეშვეობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მხარდამჭერთა მობილიზებაზე; თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობის განხორციელება; არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება;არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა", - წერია
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშში.

2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას ქუთაისში 22 კანდიდატი ცდილობს.

არჩევნები 1%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით ტარდება.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
11:09 / 23.02.2021
"ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერის დაკავების შემდეგ ბრიფინგი გამართა.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
10:31 / 23.02.2021
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.