პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლმა" ქუთაისის მერობის კანდიდატი წარადგინა
FaceBook
დღეს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მერობის კანდიდატი წარადგინა.

გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი თეთრ ხიდზე წარუდგინა.

"აქ იმისთვის ვარ, რომ ქუთაისს წარვუდგინო ღირსეული მერობის კანდიდატი, ანდრო ლოსაბერიძე, ის ყველა აქაურ ადამიანს დაუდგება გვერდით, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული არჩევნები 31 ოქტომბერს, ჭაობი თუ განვითარება, მუდმივი გაჭირვება თუ სიკეთე, ეს არის არჩევანი. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხალხი იგრძნობს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, ჩვენ ვიბრძოლებთ რომ გაფართოვდეს ქუთაისის აეროპორტი, ეკონომიურად გაძლიერდეს ქალაქი, ის სტრატეგია, რომელიც ჩვენს გვაქვს სჭირდება ქალაქს და ქვეყანას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქალაქის მერობის კანდიდატმა თავის ამომრჩევლებს მისი არჩევის შემთხვევაში ქუთაისისთვის პარლამენტის დაბრუნებას დაჰპირდა.

ქუთაისის მერობის კანდიდატები სხვა პარტიებმაც წარადგინეს.

"ევროპული საქართველო" - ამირან ძოწენიძე,
"ნაციონალური მოძრაობა" - გიგა შუშანია,
"ქართული ოცნება" - სოსო ხახალეიშვილი
"თავისუფალი საქართველო" - გაგა გოგრიჭიანი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ასევე ქუთაისის მომავალ მერსაც აირჩევენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.