პოლიტიკა
ვინ ჩაანაცვლებს საკრებულოში ნიკა ლატარიას
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა ლატარიას მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ, წარმომადგენლობით ორგანოში ადგილი გათავისუფლდა.

"ქართული ოცნების" სიის მიხედვით, დეპუტატის მანდატი ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელს, კობა ფხაკაძეს ეკუთვნის.

თავად ააიპის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"ჯერჯერობით, არ მიმიღია გადაწყვეტილება, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ დავრჩე იქ, სადაც ვარ. ჯერ საკრებულომ უნდა მიიღოს ცნობად ნიკა ლატარიას გასვლის შესახებ და შემდეგ იქნება მსჯელობა ამ საკითხზე", - ამბობს კობა ფხაკაძე.

იმ შემთხვევაში თუ კობა ფხაკაძე დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, სიის მიხედვით საკრებულოში შესვლა ქუთაისის "ახალი ინფექციური საავადმყოფოს" მთავარ ექიმს, თემურ ნადირაძეს უწევს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატია.

ნიკა ლატარიამ საკრებულოს თავმჯდომარეობაზე უარი გასული წლის დეკემბერში თქვა. ერთი კვირის წინ კი დეპუტატის მანდატიც დატოვა.

ნიკა ლატარიას საკრებულოდან გასვლის შემდეგ დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მისი ფრაქცია "კონსერვატორები", რომელიც სამი დეპუტატით იყო დაკომპლექტებული. ფრაქციის შესანაჩუნებლად დეპუტატმა ოთარ ლორთქიფანიძემ "ქართული ოცნების" რვაკაციანი ფრაქცია დატოვა და "კონსერვატორებს" შეუერთდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.