პოლიტიკა
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ პოსტი დატოვა. თოფურიძემ ამის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.


ყოფილი მერი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა, კორონავირუსის პამდემიის გამო თანამდებობას ინარჩუნებდა.

თოფურიძე გადადგომის მიზეზებზე არ წერს, თუმცა, განმარტავს, რომ პოლიტიკიდან არ მიდის და რჩება "ქართული ოცნების" გუნდში.

"ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები "ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით.

დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება", - წერს ნიკოლოზ თოფურიძე.

ნიკოლოზ თოფურიძე ხარაგაულის მერად 2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აირჩიეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:37 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად ოთარ კახიძე დაასახელა.
ქუთაისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს.
ირაკლი ქარქაშაძემ  მერის მოადგილის პოზიცია
ნინო თვალთვაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიკავა.
12:52 / 22.07.2020
ქუთაისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ქარქაშაძემ  მერის მოადგილის პოზიცია ნინო თვალთვაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიკავა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.