პოლიტიკა
"შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს ეს ყველაფერი'' - ქუთაისის ციხეში პატიმარს 4 დღეა პირი ამოკერილი აქვს
FaceBook
ქუთაისის N2  სასჯელაღსრულების ციხეში პატიმარი, რომელიც ორი თვის განმავლობაში შიმშილობდა, 4 დღეა პირი ამოკერილი აქვს.
მსჯავრდებულის ადვოკატის, ილია ჯანელიძის თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის მდომარეობა მძიმეა.


''უმძიმესია მისი მდგომარეობა,  აქვს დაბალი წნევები, აწუხებს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ამბობს, რომ მანამდე ექნება პირი ამოკერილი სანამ შესაბამისი უწყებიდან მისი მდგომარეობით არ დაინტერესდებიან, ჯერჯერობით მხოლოდ სახალხო დაცვის აპარატმა მოინახულა, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს ეს ყველაფერი'',- აცხადებს მსჯავრდებულის ადვოკატი ილია ჯანელიძე.

ადვოკატის  თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს.

პატიმრის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი 20 ნოემბრიდან, ამ დრომდე სწავლობს


სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ ბრალდებულმა პირი, როგორც თავად განმარტავს, საპარსის ლითონის დეტალით ამოიკერა.

პატიმარი ქუთაისის ციხეში 5 ოქტომბერს გადაიყვანეს. მან შიმშილობა 7 ოქტომბრიდან გამოაცხადა და უარი თქვა სამედიცინო მომსახურებაზე.

დაკავებულს ბრალი 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.



ამავე თემაზე:


ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 26 დღეა შიმშილობს

უთაისის ციხეში მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია

პროტესტის 51 დღე - მოშიმშილე პატიმრის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს

ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა
Print