პოლიტიკა
ქუთაისში პედაგოგის მიერ მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლის შესაძლო ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

მერვე კლასის მოსწავლის მშობლი, ცირა ხაბურზანია სკოლის პედაგოგს მის შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს. ცირა ხაბურზანიას თქმით, მისმა შვილმა ნივთმტკიცების სახით თმის ნაგლეჯი ანახა დედას. მისივე თქმით, მასწავლებელიც არ უარყოფს, რომ ბავშვს ხელით შეეხო, თუმცა ამბობს, რომ მწარედ არ მოუქაჩავს.




ამავე თემაზე:

ქუთაისში მასწავლებელს ბავშვის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ
Print