აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,
რომ მსვლელობა მშვიდობიანი იქნება.
ქუთაისში, "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ დაგეგმილი აქციის
პარალელურად, მმართველი პარტიის ოფისთან საკრებულოს უმრავლესობის
დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების მობილიზაცია დაიწყო.
ქუთაისში, ბოლო ორი კვირაა დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაბოქლომების აქცია“ დაიწყეს, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე, პოლიტიკური პარტიების ოფისებთან ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
29 ნოემბერს მმართველი პარტიის ოფისის დაბოქლომების შემდეგ, რა
დროსაც შენობის მინა ჩაიმსხვრა, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა,
ქუთაისის მერიის საჯარო მოხელეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან
ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ორგანიზებული თავდასხმა
მოაწყვეს. მათ შენობას ცოცხები და კვერცხები დაუშინეს და პარტიის
ოფისში შეჭრა სცადეს.
იგივე განმეორდა პირველ დეკემბერს, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა,
ცოცხები, კვერცხები და წითელი საღებავი „ნაციონალური მოძრაობის“
ოფისთან ერთად „გაერთიანებული ოპოზიციის“ ადგილობრივ ორგანიზაციასაც
ესროლეს.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები