6 დეკემბერს, ქუთაისში „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაგეგმილი აქციის დღეს, ქუთაისის მერიის ინფორმაციით შვებულებაში მხოლოდ ერთი თანამდებობის პირი იმყოფება.
ქუთაისიპოსტის შეკითხვაზე,
რომელი თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები იმყოფებიან
შვებულებაში 2019 წლის 4 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, მერიის
პასუხში აღნიშნულია, რომ შვებულებით მხოლოდ
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
სარგებლობს.
„შვებულებაში (4-6) დეკემბერი,
იმყოფება მხოლოდ ერთი თანამდებობის პირი-ზედამხედველობის
სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციების დროებით შემსრულებელი, გიორგი
სვანიძე. რაც შეეხება მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეებს „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მთ შესახებ
ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიეკუთვნება პერსონალურ ინფორმაციას და
საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები
თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში-სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე“,-
ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისში, 14 საათზე "გაერთიანებული ოპოზიცია" მასშტაბურ აქციას მართავს. მმართველი ოფისის შტაბში აცხადებენ, რომ კონტრაქციის გეგმა არ აქვთ, თუმცა, მათი მოქმედება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ფორმა ექნება აქციას.
"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში დილიდან არიან მობილიზებული პარტიის წევრები და საჯარო მოხელეების ნაწილი.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები