ქუთაისში, ოპოზიციური პარტიების ოფისები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საღებავი, კვერცხები და ცოცხები ესროლეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებშია განთავსებული.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაცით, ცისფერყანწელთა ქუჩის #11-ს, სადაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისი მდებარეობს, ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა, თამარ მეფის #44-ში არსებული შენობა კი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციაა განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2008 წელს აღიარეს.
ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“
ერთ-ერთ წევრს აქტივისტების მიერ ნასროლი კვერცხი სახის არეში მოხვდა,
სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა. გამოძიება არ
დაწყებულა არც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების
დაზიანების ფაქტზე.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ შენობები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის, შესაბამისად, მომხდარზე რეაგირებას ვერ მოახდენენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ დრომდე არკვევენ, არის თუ არა მომხდარში დანაშაულის ნიშნები.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უსაფრთხოებას იცავს და არეგულირებს
კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი“. ძეგლზე ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება
კანონით დასჯადია და ითვალისწინებს ჯარიმას სხვადასხვა
ოდენობით.
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება) ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.




მასალის გამოყენების პირობები