ინდუსტრიულ ჯგუფში "აიგრუპი", რომლის იურიდიული სახელწოდებაცაა "ბიგ
სერვისი".
კომპანია „ბიგ სერვისმა“ ქუთაისში, ავტოქარხნის აეროპორტის
ყოფილ ტერიტორიაზე ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისთვის 100
ჰექტარი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ მიიღო.
ეკონომიკის სამინისტრომ,
კომპანიას მიწა და მასზე განთავსებული
შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ბიგ სერვისმა“ ქონება მიმდინარე წლის 27 მაისს გადაიფორმა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ მიწის ნაკვეთთან ერთად მას უსასყიდლოდ გადაეცა 20-ზე მეტი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, ნანგრევები. კომპანიისთვის გადაცემულ ქონებაში შედის აეროპორტის ასაფრენი ზოლიც.
ქუთაისიპოსტმა „ბიგ სერვისისთვის“ ყოფილი აეროპორტის
ტერიტორიის გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის
განკარგულებაც მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ მხოლოდ
საპრივატიზაციო თანხა უნდა გადაიხადოს, რაც ჯამში 99 000 ლარს
შეადგენს.
საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მფლობელმა ადგილზე ორი წლის ვადაში უნდა ააშენოს საწარმო, რომელიც გათვლილი იქნება სულ მცირე 5000 ერთეული ავტომობილის წარმოებაზე და დაასაქმოს 300 ადამიანი.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები