პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციის შენიშვნების გარეშე აბრუნებს
FaceBook

ქუთაისის საკრებულო ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პირველ ეტაპს ასრულებს.


ერთკვირიანი განხილვის შემდეგ, პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით აღმასრულებელს დღეს უნდა დაუბრუნდეს. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ვერ მოხვდება ოპოზიციის შენიშვნები.  ოპოზიციონერ დეპუტატებს კომისიურ და ფრაქციულ მუშაობაში,  მიმდინარე მოვლენების ფონზე,  მონაწილეობა არ მიუღია.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ  მას ამ დრომდე არ მიუღია ბიუჯეტის ელექტრონული ვერსია, საპროტესტო აქციების გამო კი არც პროექტის განხილვაში  მონაწილეობს.


„დღესაც აქციაზე მივდივართ თბილისში. წინა დღეებშიც ასე იყო.  შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ბიუჯეტის განხილვაში აქტიური ჩართვა, მაგრამ  ჩვენ შეგვიძლია, მას შემდეგ, რაც მერია კორექტირებულ ვერსიას  დააბრუნებს, კვლავ შევიტანოთ ცვლილებები და მეორედაც დავუბრუნოთ აღმასრულებელს. ამიტომ,  აუცილებლად ჩავერთვებით ამ პროცესში. რაც შეეხება თვითონ დოკუმენტს,  ამ დრომდე ელექტრონული ვერსიაც კი არ მიმიღია. დღეს ვიყავი მერიაში და ვითხოვე, რომ მომაწოდონ“,–ამბობს ბესიკ ბრეგაძე.


კომისიურ და ფრაქციულ მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია არც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს.


„მიმდინარე მოვლენების გამო არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ  ბიუჯეტზე მუშაობაში მიგვეღო აქტიური მონაწილეობა. ახლა ისეთ რეჟიმში ვართ, რომ ამის საშუალება არ იყო და სხვათაშორის, არც უმრავლესობისგან მიგვიღია შეტყობინება პროექტის განხილვის შესახებ“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, დავით გოგისვანიძე.


რაც შეეხება უმრავლესობას, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა  შენიშვნები ექნებათ დეპუტატებს. ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჭეიშვილი ირწმუნება, რომ შენიშვნები მხოლოდ ტექნიკური  ხასიათის არ იქნება.


„ყველა კომისიას აქვს რაღაც კორექტირება. ჩემ შემთხვევაში ეს არ  არის დიდი შენიშვნა. შეეხება  სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის თანხებს, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში არის ნაკლები. თუმცა, მოვუსმენთ  აღმასრულებელს და  შესაძლოა,  პასუხი იყოს  არგუმენტირებული თუ რატომ მოაკლდა ეს თანხა.  კატასტროფული თანხა არ არის მოკლებული, მაგრამ  ვფიქრობ,  საჭიროა იყოს იმდენი,  რაც იყო წინა წელს. ასეთი პატარ–პატარა შენიშვნები ყველა კომისიას აქვს. არ არის ისე, რომ უბრალოდ გავდივართ ბიუჯეტს და იგივეს ვაბრუნებთ“, – ამბობს გიორგი ჭეიშვილი.


რა მოსწონს და რას იწუნებს უმრავლესობა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, დღეს გაირკვევა. ბოლო საკომისიო განხილვები საკრებულოში დღეს ტარდება. დღის ბოლოს კი ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით აღმასრულებელს უნდა დაუბრუნდეს.


აღმასრულებელმა კორექტირებული ბიუჯეტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც დეპუტატებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა დოკუმენტში ცვლილებების შეტანა მოითხოვონ.

პროექტი სხდომაზე დასამტკიცებლად წლის ბოლომდე უნდა გავიდეს.


2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 032 200 ლარია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.