პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
FaceBook

არასამთავრობო ორგანიზაციები მათ მიერ გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში ხელისუფლებას მოუწოდენენ აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.


"სახელმწიფოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მოვლენათა შემდგომი განვითარება ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა მოაქციოს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად.

იმოქმედოს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების შესაბამისად, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით უზრუნველყოფით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად," - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

საიდან აიმღვრა, ან რატომ -
შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობები? რატომ ვერ ძოვს ბალახს
ერთად ეს ორი ქვეყანა?
12:14 / 10.01.2020

საიდან აიმღვრა, ან რატომ - შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობები? რატომ ვერ ძოვს ბალახს ერთად ეს ორი ქვეყანა?

ქუთაისში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად,
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აღმართეს.
14:43 / 12.12.2019
ქუთაისში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აღმართეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.