პოლიტიკა
როგორ მიიღწევა “ამერიკული განათლება”?
FaceBook

როგორია განათლება ამერიკაში? რა საფეხურების გავლა დასჭირდა ამ ქვეყანას სამაგისოდ, რომ ამერიკული განათლება ერთ-ერთი მოთხოვნადი და გამორჩეული ყოფილიყო დანარჩენი მსოფლიოსათვის.

 

მივყვეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ.

შეერთებული შტატები ცნობს და აღიარებს განათლების მხოლოდ სამ მომწოდებელს: საჯარო სკოლას, კერძო სკოლას და სახლის სკოლას.

 

20 წლის წინ, როცა ცხოვრება დავიწყე ალაბამას შტატში, იქ გავიგე პირველად რომ სახლშიც შეგეძლო განათლების მიღება და ამის უფლებას და შესაძლებლობას კანონი გაძლევდა. და აღიარებდა სახლში მიღებულ განათლებას, ოღონდაც, შტატი გიწესებს ასათვისებელ მასალას და მისი გამოცდის ბერკეტებიც გააჩნია.

 

მაშინ მახსოვს, ჩავეძიე, რა იყო ის მიზეზი, რითაც სახლში სწავლა გაამართლა და ათასი პროტესტის მიუხედავად ესეც კონსტიტუციურ უფლებად დატოვა სასამართლომ.

 

ეს გახლდათ მშობლების შიში სასწავლებლებში ნარკოტიკის გავრცელებისადმი, სისასტიკისადმი, აკადემიური პროგრამებით უკმაყოფილება, და ბოლოს ბავშვის ფიზიკური თუ ფსიქიკური პრობლემების არსებობა.

 

მე ახლაც მგონია, რომ თუნდაც ფსიქიკური პრობლემების გამო ბავშვი არ უნდა მოწყდეს გარემოს, მაგრამ აქაც სასამართლო ბავშვის უფლებიდან ამოვიდა.


მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამდენი საუბარია ადამიანის და საერთოდ ბავშვის უფლებებზე, შეერთებული შტატები არ აძლევს არც ბავშვს და არც მშობელს უფლებას და არჩევანს დარჩეს სავალდებულო, საშუალო განათლების გარეშე. უფრო მეტიც, ეს დასჯადია და მშობლების დაპატიმრებაც შეიძლება გამოიწვიოს - მეტიც, კანონი სასამართლოზე იბარებს იმ გამცდენი ბავშვის მშობლებს, რომლებმაც უმიზეზოდ ათ დღეზე მეტი გააცდენინეს მოწაფეს.



რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამერიკაში სასკოლო ცხოვრება არ რეგულირდება ფედერალური მთავრობის მიერ და ამას თითოეული შტატის მთავრობა განაგებს.

 

კანონი განათლების შესახებ, პირველი წინადადებიდან ბოლო წერტილამდე მორგებულია ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე და მის განვითარებაზე. ითვალისწინებენ გარემოსაც, - ის რაც მოეთხოვება ნიუ-იორკის შტატის მოწაფეს, შეიძლება არ მოეთხოვებოდეს მონტანას და ოკლაჰომას შტატის ბავშვს.

 

მე მახსენდება, ერთმა ახალჩამოსულმა ქართველმა მშობელმა მთხოვა წამეკითხა სკოლიდან მოწერილი წერილი, რომ გაერკვია, რას ითხოვდნენ. წერილში ეწერა, რომ ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები ვერ ითვისებს ამ სემესტრის მასალას და გადავწყვიტეთ რომ ერთი კლასით უკან გააგრძელოს სწავლაო.


ბავშვის გონებამ ვერ დაძლია იმ სემესტრის მასალა და სკოლამ თვალი კი არ დახუჭა (როგორც ეს ჩვენთან ხდება), არამედ შეისწავლა სად უჭირდა ბავშვს და გამოსავალი იპოვა.

 

აქ მასწავლებელია ბავშვის გონების განვითარების წარმართავი, იგი გამოითვლის რომელი ბავშვი რომელ ჯგუფს მიეკუთვნება - დაბალს, საშუალო თუ მაღალს.

 

დაწყებით სკოლები (ELEMENTARY SCHOOL) ყოველთვის ცალკეა და ერთ შენობაში ვერასოდეს შეხვდები პატარას და უფროკლასელს. აქ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ. ერთი მასწავლებელი ჰყავთ და ის ასწავლის ყველა საგანს, გარდა მუსიკისა, სახვითი ხელოვნებისა და ფიზკულტურისა. მეტი ყურადღება მახვილდება ისეთი საგნების შესწავლაზე, როგორიცაა არითმეტიკა, წერა-კითხვა და მხარეთმცოდნეობა.

 

ყველა საგნის შესწავლა ეფუძნება თამაშით სწავლას და ინტერესთა კლუბებს,  - ექსკურსიებს თუ სპექტაკლებს.

 

შემდეგ მოსწავლე სწავლას აგრძელებს ახალ სკოლაში (MIDDLE SCHOOL) საშუალო სკოლაში გადასვლისას.
იქაც იგი ძირითად საგნებს ეუფლება: ინგლისურ ენას, მათემატიკას, სოციალურ მეცნიერებათა საგნებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებასა და ფიზკულტურას.

 

აი, აქ ემატება არჩევითი საგნები: მუსიკა, უცხო ენების დამატებითი კურსები, ცხოვრების ჯანსაღი წესის საფუძვლები, ბიზნესის წარმოების საფუძვლები და სხვა.



მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც უნიკალურს ხდის ამერიკულ სკოლას, ესაა:

ამერიკულ სკოლებში არ არსებობს კლასები ამ სიტყვის ქართული გაგებით ანუ მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც ერთი და იმავე შემადგენლობით ესწრება ყველა საგნის გაკვეთილს ამერიკელი მოსწავლე ყოველ გაკვეთილზე შესაძლოა სხვადასხვა გარემოცვაში აღმოჩნდეს.

 

ეს მის მიერ არჩეულ საგნებზეა დამოკიდებული. სკოლაში არცერთი მოსწავლის გაკვეთილების ცხრილი არ არის ერთნაირი -

 

აი, მესამე ზარზე ერთ აუდიტორიაში გაკვეთილს ატარებს მისის დაიმონდი, მსოფლიო ისტორიის კურსს - ამ საკლასო ოთახში შეგვიძლია ვნახოთ მეექვსე კლასელი ლეონარდოც და მეშვიდე კლასელი ვიქტორიაც, რომლებმაც წელს აირჩიეს მსოფლიო ისტორიის კლასის პირველი საფეხური.

 

თვითონ მოსწავლე ალაგებს როგორ უნდა გამოიყურებოდეს მისი წლევანდელი გაკვეთილების ცხრილი, ოღონდაც მან იცის, რომ ატესტატისთვის უფროს კლასებში უნდა მიაღწიოს C დონეს, და ამისთვის დასჭირდება 3 წელი მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები, 4 წელი ლიტერატურის ისტორია, რაღაცა წლები სოც-მეცნიერების დისციპლინები და ასე შემდეგ.

 

სულ სხვა ფენომენია უმაღლესი განათლება ამერიკაში, რომელსაც სხვა ბლოგებში აუცილებლად დავუბრუნდები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.