ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის ფოიეში ფოტოკონკურსის „ილო 2019“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ექვსკაციანმა ჟიურიმ 70 -მდე
მონაწილის 300 ნამუშევრიდან მათთვის ყველაზე საინტერესო გამოყო
და გამოავლინა გამარჯვებულები. ძირითად ნომინაციებში თემა
თავისუფალი იყო. ამათ გარდა, იყო რამდენიმე ნომინაცია.
მეორე ადგილი ნიკო მესხმა აიღო.
მესამე სოფიო ბუცხრიკიძეს ერგო.
ნომინაციაში „ჩემი ქალაქი“ უკრაინელმა მონაწილემ გაიმარჯვა.
ნომინაციაში „ჩემი ქუთაისი“
ჯილდო აჩიკო გეგენავას ერგო.
გამარჯვებულებისთვის დაწესებული იყო ფულადი პრემიები და ფასიანი
საჩუქრები.
პირველი პრემია - 700 ლარი
მეორე პრემია - 600 ლარი
მესამე პრემია - 500 ლარი
რუბრიკა „ჩემი ქუთაისი“ - 300 ლარი
გიორგი ცხელიშვილის ფოტო
ფოტოგრაფი საუბრობს იმ კრიტერიუმებზე, რომელიც კარგი ფოტოს
დადგენაში შეიძლება გამოადგეს დაინტერესებულ პირს.
„ზოგადად რთული სისტემაა, არსებობს კრიტერიუმები, ერთის მხრივ, არის
სუბიექტური, მეორეს მხრივ, არსებობს ობიექტური საფუძველები. ერთ -ერთი
პირველია ის რომ ფოტო რაიმე სისტემაში მოახვედრო და ჩასვა. არის
დოკუმენტური, კონცეპტუალური, რეპორტაჟული და ა.შ. ჟანრები, შენი
ამოცანა არის, რაღაცას შეადარო და რომელიმე სისტემაში აღმოაჩინო.
დაადგინო რა ადგილს იკავებს და რამდენად კარგია. თუ ამ
სისტემებში ვერ ჩასვი მაშინ რთულია დასადგენად რა კრიტერიუმით
ხელმძღვანელობდა ავტორი“, - ამბობს გურამ წიბახაშვილი.
თუმცა ფოტოგრაფების მხრიდან ისიც გაჟღერდა, რომ მნიშვნელოვანია
თემების და ჟანრების კონკრეტულობა. ზოგადი და თავისუფალი თემა
არ ეხმარება კონკურსს გაზრდაში და კონკურსსაც ნაკლებ საინტერესოს
ხდის.
კონკურსი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მე-12-ჯერ გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები