„მაგარი იქნება“,-ასე პასუხობს ქუთაისის მერი შეკითხვას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე.
გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ დეპუტატებისგან, პროექტის
შეფასების ნაწილში, ისეთი მოლოდინი აქვს, როგორიც აღმასრულებელს
სჭირდება.
ქუთაისის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა თითქმის
დაასრულა. დოკუმენტი საკრებულოს 15 ნოემბრამდე უნდა
გადაეგზავნოს.
დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტის განსახილველად ათდღიანი ვადა
აქვთ, რის შემდეგაც, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში,
დოკუმენტი ისევ აღმასრულებელს უნდა
დაუბრუნონ.
უკვე ცნობილია, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ოპოზიცია, რომელიც ოთხთვიანი ბოიკოტის შემდეგ სხდომებს დაუბრუნდა.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები