პოლიტიკა
"რუსული პროპაგანდა ღია ფაზაში გადადის"- ისტორიკოსი ილიას მკვლელობის შესახებ მეუფის ვერსიაზე
FaceBook

ქუთაისიპოსტთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქუთათელ-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს განცხადებაში, რომ ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ევროპის დაკვეთით, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი რუსული პროპაგანდის ახალ „ღია ფაზაში“ გადასვლის ნიშნებს ხედავს.



იოანე გამრეკელი წყაროსაც უთითებს და ურჩევს დაინტერესებულ პირებს აღნიშნული საკითხის უშიშროების სამსახურის მიერ ილიას მკვლელობაზე მომზადებულ ფილმში გადაამოწმონ.

 

„უშიშროების სამსახურს მიმართეთ, რომელმაც  ფილმი გააკეთა და გამოიძია, რომ სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ილია, დაკვეთა კი იყო ევროპიდან, იმიტომ რომ ისინი ებრძოდნენ პოლიტიკურ ელიტას მთელ იმპერიაში“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.


„საინტერესოა, რომ უკვე ღია ფაზაში გადადის რუსული პროპაგანდის ის მიმართულება, რომელიც გაყალბებული ისტორიის გამოყენებას, საზოგადოებისთვის ამ ვერსიის შეჩეჩებას და ამით მანიპულირებას ცდილობს. ეს გამოსვლა უკვე აჩვენებს რამდენად ცხელ, აქტიურ და თავგანწირულ ფაზაში გადავიდა რუსული პროპაგანდა, რისი ნიმაშიც ეს გამოსვლა იყო“, - მიაჩნია
"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წარმომადგენელს, ისტორიკოსს, ირაკლი ხვადაგიანს.


ისტორიკოსი მიუთითებს ილიას მკვლელობასთან დაკავშირებულ სამ ვერსიაზე, რომელიც სხვადასხვა პერიოდებში გააქტიურდა რუსული პროპაგანდის მიერ.

„აქ, შეიძლება ითქვას, გაერთიანდა სამი საწყისი: რუსეთის იმპერიის ნარატივი, საბჭოთა ნარატივი და თანამედროვე რუსეთის პროპაგანდისტული ამოცანები.


პირველ რიგში, როდესაც საუბარია სოციალ- დემოკრატების დანაშაულზე ილიას მლკვლელობაში, ეს არის ცარისტული რუსეთის მიერ შემოტანილი ვერსია, რომელმაც დააპატიმრა მკვლელობის შემდეგ რამდენიმე მონაწილე და „შეკერა“ საქმე იმდაგვარად, რომ  კომპრომეტირება მოეხდინა მისი ერთ-ერთი მთავარი საფრთხის და მოწინააღმდეგის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიმართ მთელი იმპერიის მასშტაბით და ლოკალურად საქართველოს დონეზე. გახლეჩა და დეზორგანიზება შეეტანა საზოგადოებაში“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ილია ჭავჭავაძე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროსთვის აღარ არის ისე აქტიური საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მაინც რჩება ავტორიტეტად პირველი თაობის განმანათლებლად და ქართული ნაციონალიზმის ერთ-ერთ არქიტექტორად,  მისი მკვლელობის დაბრალება და ხელის გაშვერა ამ დროის ყველაზე ძლიერი რევოლუციური მოძრაობისკენ  არის „კარგი სვლა “იმპერიის მხრიდან, ამან უნდა შეიტანოს განხეთქილება და დააპირისპიროს თავისი მტრები -  სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა და ევროპული ტიპის ნაციონალიზმი, რომლის სიმბოლოდაც ილია ჭავჭავაძე ითვლება", - ამბობს ისტორიკოსი.


რუსული პროპაგანდის შემდეგი სვლა უკავშირდება მომდევნო - საბჭოთა რეჟიმს. ამ პერიოდისთვის ზემოთაღნიშნული ვერსია უკანა პლანზე გადააქვთ გარკვეული დროის განმავლობაში. პროპაგანდისტული მიზანდასახულობის გამო აქცენტი კეთდება რუსულ ცარიზმზე. მეორე ევრსიის თანახმად, ილიას მკვლელობის უკან იმპერიის „ოხრანკა“იგივე სპეცსამსახური დგას.

შედარებით გვიან  „ეს ვერსიაც ფაქტობრივად გადაიდო თაროზე და მე- 20 საუკუნის 70 წლების ბოლოს და 80-იანის დამდეგისთვის დამკვიდრდა „ფოლკლორული ვერსია“, რომელიც ისევ იშვერდა ხელს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მხარეს და მათი კონკრეტული ფრთის -  ბოლშევიკებისკენ.


რეჟიმი კოტრდება მორალურად და ფაქტობრივადაც. სტიქიური პროტესტის სამიზნე კომუნისტები და მათი წინაპარი ბოლშევიკური პარტია განიხილება როგორც ბოროტების სახე, რომელსაც ამ სიუჟეტის მიხედვით უნდა მოეკლა ერის მამად შერაცხული ილია. შემდეგი ფორმულა მაინც უკვე დემონიზებული სიტყვა „სოციალიზმის“ კუთხით ცირკულირებდა საზოგადოებაში," - აღნიშნავს ირაკლი ხვადაგიანი.

სადღეისოდ ისევ პირველი ფორმულა აქტიურდება: მთავარ მტრებად და მკვლელებად  სოციალ-დემოკრატები და ევროპა  წარმოჩინდება.

„ეკლესიის მაღალი რანგის იერარაქი ცხადად და დაუფარავად ისევ იმეორებს საუკუნეობრივი ტრადიციის მქონე ფორმულას და აკავშირებს რუსული პროპაგანდისთვის დღევანდელ მთავარი მტრის სახესთან  - ევროპასთან.  თუკი ძველ ფორმულას ავიღებთ და სოციალ-დემოკრატებს მივაწერთ ილიას მკვლელობას,  მაშინ რა ტიპის ბოროტება უნდა იდგეს ამ მეკვლელობის უკან? რა თქმა უნდა, ევროპა.


ეს იგივეა მომდევნო ჯერზე ვიღაც გამოვიდეს და  უცხოპლანეტელების ვერსია შემოიტანოს ილიას მკვლელობის საქმეში. ეს ფორმულა, რაც გამრეკელმა შესთავაზა საზოგადოებას, არაფრით ჩამორჩება და არც აღემატება ამ ტიპის აბსურდულ დათქმებს. შეუძლებელია სუფთა ისტორიული და სამეცნიერო კუთხით გარკვეული ოპონირება გაუწიო ამას, რადგან ეს არის ცხადზე ცხადი, რასაც გამრეკელის ნათქვამი ემსახურება“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ისტორიკოსის განმარტებით, ეს არის აღვირახსნილი რუსული პროპაგანდის დღის წესრიგი,  რომელიც იმედოვნებს, რომ დასაყრდენს იპოვის საზოგადოებაში. მისი თქმით, ცხადად ჩანს მოწინააღმდეგე, რომელიც სწავლობს ჩვენს საზოგადოებას, იმუშავებს სტრატეგიებს და "ფიქრობს, იმდენად ბნელი მასა ვართ, ამ ტიპის ფორმულები გაჭრის“.

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის N2  სასჯელაღსრულების
ციხეში პატიმარი, რომელიც ორი თვის განმავლობაში შიმშილობდა, 4 დღეა
პირი ამოკერილი აქვს.
11:25 / 09.12.2019
ქუთაისის N2  სასჯელაღსრულების ციხეში პატიმარი, რომელიც ორი თვის განმავლობაში შიმშილობდა, 4 დღეა პირი ამოკერილი აქვს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, კვირის განმვლობაში დასავლეთ საქართველოში და მათ შორის,
ქუთაისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:33 / 09.12.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვირის განმვლობაში დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, ქუთაისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია  დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დაასახელეს.
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.
10 დეკემბერს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსახლეობას შეხვდებიან.
სამტრედიის სოფელ საჯავახოში დაკარგულ მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ აქციაზე დღეს მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირებთან კავშირს უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ პირებს არ იცნობენ.
ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციას სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა.