ამასთან, ახალი რედაქციით ყალიბდება ამავე კანონის 202 მუხლის 86 პუნქტი, რომლის შესაბამისად, პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიიღება.
გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებული გარდამავალი ხასიათის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე მიღებულ განაცხადებზე არ გავრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი მომზადება პრაქტიკაში გამოვლენილმა შემთხვევებმა განაპირობა.
„პრაქტიკაში გამოვლინდა
შემთხვევები, როდესაც დოკუმენტის დაკარგვის საფუძვლით სსიპ -
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავენ ის პირებიც,
რომლებსაც დოკუმენტი რეალურად არ დაუკარგავთ და შემდგომ ამ
დოკუმენტებით ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას - როგორც საქართველოდან
გასვლას, ასევე შენგენის ზონაში გადაადგილებას. ის გარემოება, რომ
უცხო ქვეყანაში ხშირად ვერ ხერხდება მოქმედი დოკუმენტის
იდენტიფიცირება, პრობლემებს უქმნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის
რეჟიმს,” - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები