პოლიტიკა
შსს იძიებს სმს-ების საქმეს, რაც მშობლება უკვე „გახსნეს“
FaceBook

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები ამტკიცებენ, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორის ვინაობა დაადგინეს. სმს-ებს თანატოლებს არასრულწლოვანი წერდა და მან ამ ფორმით იხუმრა.



მესამე საჯარო სკოლის ორ მეექვსეკლასელსა და ერთ მეცხრეკლასელს "ფეისბუკის" მესენჯერში მუქარის შემცველი შეტყობინება 21 სექტემბერს გაუგზავნეს. ანონიმური ავტორი არასრულწლოვნებს სწერდა, რომ მათ ცხოვრებას აკონტროლებს და კონკრეტულ დროს დაურეკავს, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 151-ე მუხლით აღძრა, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. მშობლებმა სამართალდამცავ ორგანოს საქმის "გამოძიება" დაასწრეს. 


"მშობლები სკოლაში შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, ყველა საკუთარ შვილს დავლაპარაკებოდით. ასე გამოტყდა ერთ-ერთი ბავშვი. ცრუ განგაში იყო, რეალურად არაფერი ყოფილა. ვითომ შეაშინა ბავშვები და იხუმრა. იმაიმუნა ბავშვმა, მეტი არაფერი", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი "ქუთაისიპოსტთან".


შსს-ში მშობლების მიერ გამოვლენილ ხუმრობის ავტორზე არაფერი იციან. უწყებაში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისთვის დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის. მათივე თქმით, თუკი მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორი არასრულწლოვანი აღმოჩნდება, საქმე სასამართლოს მაინც გადაეცემა.


მესამე საჯარო სკოლი
ს მოსწავლეების მშობლები ფიქრობენ, რომ ხუმრობა ბოროტი გამოვიდა, თუმცა, ასეთი განზრახვა ბავშვს არ ჰქონია. მოზარდის ამდაგვარ ხუმრობას სოციალურ პრობლემად განიხილავს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი. ანა აბაშიძე ამბობს, რომ ამ დროს უნდა დავსვათ კითხვა, რატომ იქცევიან მოზარდები ასე?

"ბავშვები სოციუმში იგივე მეთოდებით ურთიერთობენ
რა მეთოდებიც ახასიათებთ პოლიტიკოსებს, იგივე მათ მეზობლებს და ასე შემდეგ. დიდები ვაძლევთ ამის მაგალითებს პატარებს. 
ასევე, საკითხია თავად საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, რომელიც ემყარება უპატივცემულობას, აღზრდის დამაზიანებელ მეთოდებს”, - ამბობს ანა აბაშიძე.


"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ საზოგადოება უნდა დაფიქრდეს მისი ბრალეულობის შესახებ და თავისი მოქმედებით, გზა არ გაუხსნას მოზარდებს, იყვნენ კანონდამრღვევები.


ამავე თემაზე:

ქუთაისის #3 სკოლის მოსწავლეებისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნაზე გამოძიება დაიწყო

 

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის
კანონპრროექტის ჩაგდება ქუთაისშიც გააპროტესტეს.
19:20 / 14.11.2019
პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპრროექტის ჩაგდება ქუთაისშიც გააპროტესტეს.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო
სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები
კენჭისყრაზე ჩააგდო.
17:03 / 14.11.2019

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პროპორციული წესით არჩვნების კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკაშვირებით განცხადებას აკეთებს.
დღეს, 14 ნოემბერს,  ქუთაისში,  მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
„მაგარი იქნება“,-ასე პასუხობს ქუთაისის მერი შეკითხვას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტიდან ორი კვირის წინ გადმოვარდნილი მუშა, გარდაიცვალა.
წყლის პრობლემა, სოფლებში მგლების შემოსევა, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებში კანალიზაციისა და გაზის გამათბობლის შემოწმება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,