პოლიტიკა
ქუთაისი მერია ასსაფეხურიანი კიბის პროექტირებისთვის 30 000 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტს 30 000 ლარის სანაცვლოდ შპს ,,გეონალიტიკა'' გააკეთებს.

კომპანიამ ეს ვალდებულება მერიის მიერ 21 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის (NAT190020101) შედეგად მიიღო.

სახელმწიფო შესყიდვაში უკონკურენტო აღმოჩნდა ,,გეოანალიტიკა'' შესაბამისად, ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმა.

ქუთაისის მერიას  ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციის პროექტის შემსყიდველი კომპანიის გამოსავლენად ტენდერის გამოცხადება სამჯერ მოუხდა, რადგან წინა ორ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვით არავინ დაინტერესებულა.

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ რეაბილიტაციის პროექტი ორ თვეში უნდა მოამზადოს .

როგორი უნდა იყოს ასსაფეხურიანი კიბეები რეაბილიტაციის შემდეგ ნახეთ აქ.

Print