პოლიტიკა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისის საკრებულოში ოთხთვიანი ბოიკოტი შეწყვიტა
FaceBook
ოთხთვიანი პროტესტის შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები სხდომებს დაუბრუნდნენ.
ფრაქციის წევრები პროტესტის შეწყვეტას, საკრებულოს მუშაობაში, კონკრეტულად, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში აქტიურ ჩართულობას უკავშირებენ.

"არ გვინდა გამოვტოვოთ ის უმნიშვნელოვანესი პროცესები, რაც უკავშირდება 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას. ვეცდებით მაქსიმალურად, რომ ის პრობლემები, პრეტენზიები და წინადადებები, რაც არის ქალაქში, მომავალი წლის ბიუჯეტში იქნას გათვალისწინებული", - განაცხადა  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ბესიკ ბრეგაძემ.


საკრებულოს სხდომებზე უკვე ერთი თვეა  დაბრუნდნენ "ევროპული საქართველოს" დეპუტატები.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს მუშაობას ბოიკოტი 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოუცხადეს და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას შუერთდნენ. სამთვიანი უწყვეტი აქციების მიუხედავად, გიორგი გახარია არათუ თანამდებობიდან გადააყენეს, არამედ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.