მუშა, რომელიც სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
10:50 / 29.10.2019
ქუთაისში,
ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი
მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.
ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დაშავებული
მუშის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ დროისთვის რეანიმაციაში
იმყოფება.
''მდგომარეობა ისევ მძიმეა, პაციენტი რეანიმაციაშია და მართვით
სუნთქვაზე იმყოფება '',- ამბობს ირაკლი გოგინავა.
ახალგაზრდა, რომელიც სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, 28 წლის
აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მშენებარე
კორპუსის მეოთხე სართულიდან 27 ოქტომბერს გადმოვარდა.
დაშავებული მუშა კომპანიაში
ორი კვირის დასაქმებული იყო.
"დაწყებულია ახალი ტალღა რეპრესიების, დაჭერების,
დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - გააჩეროს ის პროტესტი,
რომელიც არ გაჩერდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
ბრიფინგზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები