პოლიტიკა
ტყიბულში შესაძლოა თბოელექტროსადგური ისევ აშენდეს
FaceBook
ტყიბულში შესაძლოა თბოელექტროსადგური ისევ აშენდეს , ამის შესახებ ნათია თურნავამ ტყიბულში ისაუბრა.

ტყიბულში ჩასულ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, ერთ-ერთმა მეშახტემ სამი წლის წინ დაპირებულ თბოელექტროსადგურის მშენებლობაზეც დაუსვა შეკითხვა.

ნათია თურნავას თქმით, თბოელექტრო სადგურის აშენების ვალდებულებას ახალ ინვესტორს დააკისრებენ. 

"პირველი მიზეზი რის გამოც გაჩერებული იყო თბოელექტროსადგური ისაა, რომ ხელის შევლება სჭირდებოდა სადგურს, მეორე - არ იყო მოპოვება, მთავარია იყოს ნახშირი, იქნება ნახშირი იქნება ქვესადგურის მუშაობაც, ახალ ინვესტროს ("სტილინტერნეიშენალ ტრეიტ კომპანია ")  ჩვენ დავაკისრებთ ვალდებულებას მოიპოვოს ნახშირი, რომელიც  არამარტო 13 მგვ-ს, არამედ მინიმუმ 150 მგვ-ს ეყოს,  სხვანაირად ჩვენს ნახშირს არ ექნება გასაღების ბაზარი'', - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

თბოელექტროსადგური, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2016 წელს უნდა აშენებულიყო, რომლის სიმძლავრე 150 მეგავატი იქნებოდა, მშენებლობის განხორციელების ხელშეკრულებას ხელს მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც აწერდა,

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ თბოელექტრო სადგური ტყიბულის ნაცვლად გარდაბანში აშენდებოდა.



ამავე თემაზე
:


ტყიბულში თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბოელექტროსადგური ტყიბულში აღარ აშენდება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.