ქუთაისში, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა
დაიწყო.
საჯარო განხილვაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ორი
კომისია და ცვლილებების ორი ვარიანტი შეიქმნა.
უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ცვლილებებთან ერთად, საჯარო
განხილვებზე წარმოდგენილია ოპოზიციის პროექტიც.
მმართველი გუნდი და უმცირესობა თანხმდება, რომ 2020 წელს არჩევნები
პროპორციული სისტემით უნდა გაიმართოს, თუმცა, ოპოზიცია არ
ეთანხმება უმრავლესობის შეთავაზებას ნულოვანი ბარიერის შესახებ.
ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები
3%-იანი ბარიერითა და ბლოკების დაშვებით უნდა
ჩატარდეს.
ქუთაისი მეცხრე ქალაქია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების
საჯარო განხილვა ეწყობა. ცვლილებათა პროექტს კანონმდებლები 28
სექტემბერს ამბროლაურში წარადგენენ. პროცესი 30 სექტემბერს თბილისში
დასრულდება.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები