პოლიტიკა
6 სექტემბერს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება
FaceBook
6 სექტემბრს, 14:00 საათზე ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატში" დასაქმების ფორუმი დაიწყება.
სამუშაოს მაძიებლებს 30-მდე კომპანია 500 - ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. ფორუმში მონაწილეობას რეგიონში მოქმედი სხვადასხვა კომპანია მიიღებს.

ფორუმს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან ერთად, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიათან პარტნიორობით გამართავს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

მათივე განმარტებით, ფორუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას.


სამუშაოს მაძიებლებს საშუალება გაქვთ ადგილზე გაიაროთ რეგისტრაცია და მიიღოთ ნებისმერი ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ბათუმელებისა” და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით
მიმართა.
11:07 / 28.04.2025
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების
12:05 / 25.04.2025
ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.