პოლიტიკა
აბიტურიენტებს პროგრამების შეცვლის საშუალება 26 აგვისტომდე აქვთ
FaceBook
აბიტურიენტებს პროგრამების რეიტინგულო სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი. 

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. 

გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის ინსტრუქციასაც აქვეყნებს.
საგანმანათლებლო პროგრამის დამატება:
  • კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა, იყენებთ ღილაკს - „დამატება“;
  • წერთ პროგრამის კოდს და კვლავ აძლევთ ბრძანებას - „დამატება“.

საგანმანათლებლო პროგრამის წაშლა:
  • კურსორს შესაბამის პროგრამაზე აყენებთ და იყენებთ ღილაკს - „წაშლა“;
  • განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ირჩევთ ღილაკს - „შენახვა“ და ეკრანზე ხედავთ შესაბამის შეტყობინებას:
განაცხადში შეტანილი ცვლილებები დამახსოვრებულია!
შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი განაცხადი!

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე
რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად,
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
12:14 / 20.07.2026

იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა
და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები
გააცნო.
19:54 / 18.07.2026

ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.