პოლიტიკა
როგორი იქნება ქუთაისის ავტოპარკი - მერიას ახალი ავტობუსები შემოჰყავს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, 2020 წლისთვის, ავანგარდის დასახლებაში, მუნიციპალური ავტობუსებისთვის ავტოპარკის მოწყობა იგეგმება. 
ამავე წლისთვის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ქალაქში მუნიციპალურმა ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ,  დაპირების მიხედვით, ქუთაისში 80 ახალი ავტობუსი გამოჩნდება.

როგორი იქნება ავტოპარკი, ნახეთ ესკიზური პროექტი: 


ავტოპარკი 6 500 კვ.მ-ზე მოეწყობა და 80 ავტობუსზე იქნება გათვლილი.


აქვე უნდა გაკეთდეს ელექტრო ავტობუსების სატენი მოწყობილობა, დაახლოებით 10 ადგილი.


ავტოპარკში შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება და პროფილაქტიკა.



ავტოპარკის პროექტი ადგილობრივ ბიუჯეტს 60 000 ლარი დაუჯდება.  თუმცა, , ჯერჯეობით უცნობია, რა თანხა დასჭირდება ობიექტის მშენებლობას.

რაც შეეხება, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ივლისის თვეში დააანონსა. მისი თქმით, 2020 წლიდან ქალაქში 80 ახალი ავტობუსი გამოჩნდება. ავტობუსების შეძენას „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (იბიარდი) დააფინანსებს.

პირველ ეტპზე მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ სააავტობუსო პარკს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გეგმა არ აქვს.

ქუთაისში ათეული წლებია საქალაქო ტრანსპორტი კერძო კომპანიების ხელშია, რომლებიც მგზავრების ეფექტურ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ. ავტოპარკის უდიდესი ნაწილი ძველია. საღამოს საათებში კი ქალაქში გადაადგილება გართულებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.