21 აგვისტოს, ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი.
ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.
ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.




მასალის გამოყენების პირობები