სამტრედიაში ერაყის მოქალაქისა და მისი ქართველი მეუღლის ცემის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის, ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით
მიმდინარეობს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები