პოლიტიკა
ერთთვიანი შესვენების შემდეგ ნანა კოსტავა დღეს საკრებულოს სხდომაზე მივიდა
FaceBook
საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა, რომლის საკრებულოდან წასვლასაც სამოქალაქო საზოგადოება, ერთ თვეზე მეტია ითხოვს, დღევანდელ სხდომაზე მივიდა.
კოსტავა მომხდარზე პასუხისმგებლობას ჟურნალისტებს აკისრებს და ამბობს, რომ მედია მთელი ამ ხნის განმავლობაში მას აბულინგებდა.

"ჟურნალისტებს, რომლებიც დაკავებული არიან ბულინგით და არა სიმართლის გავრცელებით, არ ველაპარაკები", - განაცხადა ნანა კოსტავამ.

დღესვე, სხდომის დასრულების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები მისი საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით მორიგ პერფორმანსს გამართავენ.


საკრებულოს არჩეულმა წევრმა, ლაგოდეხის ნაკრძალში  ტრაგიკულად დაღუპული  16 წლის გოგონას დას, ბლოგერ სალომე ბარკერს სოციალურ ქსელში  სიძულვილის ენით მიმართა. გოგონას გარდაცვალების შემდეგ ნანა კოსტავამ პირად გვერდზე სალომე ბარკერის მიერ ერთი წლის წინ გადაღებული  ვიდეო გააზიარა, სადაც ბლოგერი თითზე გაკეთებლი პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. დეპუტატმა ვიდეოსთან ერთად დაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.


დეპუტატის ამ ქმედებას საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტები მისი წასვლის მოთხოვნით მერიის წინ  პერმამენტულ აქციებს მართავდნენ.


ნანა კოსტავამ ვიდეო წარწერით  ფეისბუქის პირად გვერდზე 28 მაისს გამოაქვეყნა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც  მომხდარზე რეაგირება მას შემდეგ მოხდა, რაც პოსტი მედიამ გაასაჯაროვა. კოსტავას პოსტის გამოქვეყნებიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ დაატოვებინეს  ფრაქცია „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა  და გენდერული საბჭო.  ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ  განაცხადა, რომ კოლეგის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი გამოყენებული იყო და ნანა კოსტავა თავად გადაწყვეტდა დატოვებდა თუ არა დეპუტატის მანდატს.



კოსტავამ კი გადაწყვიტა, რომ საკრებულოს წევრის სტატუსზე უარი არ თქვას.  მას ამ დრომდე არ ესმის საზოგადოების ხმა და მანდატზე პრინციპულად არ ამბობს უარს.  მისი  ბოლო კომენტარი ამ საკითხზე იმის ახსნას შეეხებოდა, რომ მას  ამომრჩევლებმა ურჩიეს არ წასულიყო.


ვინ არიან ნანა კოსტავას ამომრჩევლები, რომლებიც მის მიერ დეპუტატის სტატუსით სიძულვილის ენის ტირაჟირებას ამართლებენ, უცნობია. სამაგიეროდ, მისი წასვლის მოთხოვნით დაწყებული აქციების დღეებში გაირკვა, რომ მან  „ქართულ ოცნებას“  ბევრი ხმა მოუტანა, რის გამოც მისი ბოლომდე „გაწირვა“ არ შეიძლებოდა.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.