პოლიტიკა
"დაკბინა ძაღლებმა ხალხი" - წყალტუბოში დევნილები ქვეწარმავლებსა და მაწანწალა ძაღლებს უჩივიან
FaceBook
წყალტუბოში სანატორიუმ "თბილისში" მცხოვრები დევნილები მაწანწალა ძაღლებისა და ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან.

"გარეთ გასვლის გვეშინია. დაკბინა ძაღლებმა ხალხი. ძაღლებისგან მერე რწყილები შემოგვესია და ბავშვს დაკბენილი აქვს ფეხები. სოფელში წაიყვანეს მერე ბავშვი. ქვეწარმავლებიც არიან, აგერ სახლში შემოვიდა ერთ მეზობელთან", - ამბობს შუშანა ალასანია.

ქვეწარმავლები გამოჩნდა წყალტუბოს კიდევ ერთ სანატორიუმში "მეგობრობა". ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრებლების თქმით, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მერიაში საჩივარიც შეიტანეს.

წყალტუბოს მერიაში განმარტავენ, რომ იმ სანატორიუმებში, რომელთა მცხოვრებლებს წერილობით მერიისთვის მომართული აქვთ, შეწამვლით ღონისძიებებს მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

რაც შეეხება მაწანწალა ძაღლების საკითხს, მერიაში ამბობენ, რომ მათი გაყვანა პერიოდულად ხდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.