

დეპუტატმა, ნანა კოსტავამ დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის
მისამართით ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა,
სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.
გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა,
იცინე“.
მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში
აღნიშნა, რომ არ იცოდა ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ
ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.
"ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით აღლუმის ჩატარება რომ
უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე
"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა
რამდენიც გინდათ-მეთქი", - ამბობს კოსტავა, რომლის პოსტი 28 მაისით
თარიღდება, ხოლო თავად 17 მაისის მოვლენაზე საუბრობს.
ნანა კოსტავას საქციელს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა მერიის წინ
არაერთხელ გააპროტესტეს.
ამავე
თემაზე:
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“- ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი
ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში დაიხრჩო
"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს წევრის განმარტება
ჟურნალისტზე გამოქვეყნებულ პოსტზე
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები